📣პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7 იანვარს ფოთში საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება.
🌲🌲ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთვასდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
☃️🎁მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
🎤🎼🎹 გაიმართება კონცერტები როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
💥ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
🔹პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63 -ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
📌7 იანვრის ღონისძიების განრიგი:
⏱ 14:00 – 20:00-საახალწლო ქარავანი, საშობაო ბაზრობა;
⏱ 14:00 – 18:30-თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები;
⏱ 14:00 – 17:30-ადგილობრივი შემსრულებლები;
⏱ 17:30 – 18:30-თოვლის ბაბუასთან სურათები და საჩუქრები;
⏱ 18:30 – 20:00-ჯგუფი „ბანის“ კონცერტი;
⏱ 20:00-ფოიერვერკი.