🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 1000 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა.
სასურსათო ამანათები სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობელს და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ.
დღესვე, საახალწლო ნობათები გადაეცა უპოვართა სასადილოს 350 ბენეფიციარს.
კალათების დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება.