ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და მერის მოადგილეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს შობა-ახალი წლის დღესასწაული პირადად მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის, თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს.