დღეს, ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.
✅სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის მიერ დადგენილი რეგულაციების და სანიტარული ნორმების სრული დაცვით დაიწყო. სასწავლო პროცესის დაწყებამდე გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა 15 -ივე საბავშვო ბაღის პერსონალს.
📍აღსანიშნავია, რომ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან, სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომუშავე ყველა თანამშრომელი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.