ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა კორშია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გვანცა გვაძაბიას 2022 წლის 10 იანვრის განცხადების – უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სალომე წულაიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცე-დურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
7. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N9/14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
8. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისა“ და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ რეორგანიზაციაზე (გაერთიანებაზე) და რეორგანიზაციის (გაერთიანების) საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
9. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N9/14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ .
10. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“