#გაიღესისხლი!#გადაარჩინესიცოცხლე!
დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შალვა სარდალიშვილმა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუამ და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძემ სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უანგაროდ გაიღეს სისხლი, რითაც თანადგომა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. აღნიშნული აქცია ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო “ბომონდი“ -ს მხარდაჭერით განხორციელდა, სადაც წელს პირველად გაიხსნა სისხლის ბანკი და საჭიროების შემთხვევაში უფასოდ მოხმარდება მძიმე სენით დაავადებულ თანამოქალაქეებს.ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხშირად ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის სისხლი, მარაგების შევსების საუკეთესო გზას კი მოხალისეობრივი დონაცია წარმოადგენს. საკრებულოს წევრები სისტემატურად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქციაში.