21 თებერვალს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წლის პირველი სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია უძღვებოდა.
მან დამსწრეებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა გააცნო და საბჭოს ძირითად ამოცანებზე, ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა, საბჭოს წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. -“ჩვენი გენდერული საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს სიღარიბის დაძლევა,სოციალური სერვისები,დასაქმება,ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება,ქალებისა და გოგონების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება,შშმ პირების,სოციალურად დაუცველების,მარტოხელების,დევნილების უფლებების დაცვა,მათი მულტისექტორული განვითარება ,განათლება,ხელმისაწვდომობა სფეროებზე განურჩევლად მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა.ოჯახური ძალადობის აღმოფხვრა,გასამკაცრებელია ზომები და მისაღებია საპრევენციო მექანიზმები ფემიციდის კუთხით.ჩვენი შეხვედრა იქნება სასტარტო წერტილი,რომელიც ახალ შესაძლებლობას შემოგვთავაზებს.ჩვენი ჩართულობა უნდა იყოს რეალური.როდესაც ქალი ძლიერია-იქ,ცხოვრების სტანდარტი მაღალია. ქალის ხმა – ძლიერი ხმაა და ის, სწორად უნდა იყოს გაჟღერებული და მიტანილი ადრესატამდე. ჩვენი საბჭოს საქმიანობა და გეგმები დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე“,- განაცხადა მაია დოლბაიამ
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
ასევე, არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებელი აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საბჭოს მუშაობის შესახებ თავისი მოსაზრებები საბჭოს წევრებმაც გამოთქვეს და მომავალი თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვეს. გენდერული თანასწორობის საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც “გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.