საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
2. განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, განხორციელებული შესყიდვების თაობაზე“.
3. განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის შესახებ“
4. განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
5. ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის იანვრის თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის იანვრის თვის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გადახდებზე.