საკრებულოში იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრის გვანცა გვაძაბიას უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ სალომე წულაიას გაწევრიანების ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენილი ზოგიერთი კომისიის წევრის შეცვლის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს განკარგულების პროექტის “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისა“ და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ რეორგანიზაციაზე (გაერთიანებაზე) და რეორგანიზაციის (გაერთიანების) საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N9/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ.