✅ ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება გაიმართა.
🎁 დევნილთა დასახლებაში არსებულ N2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ეწვია და 85 აღსაზრდელს საჩუქრები გადასცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად. ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით.
▶️ „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.