✅ქალაქ ფოთში, 2022 წლის რიგით მეორე საკრებულოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით esenyurt escort გახსნა.
✅განცხადების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
📝„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
📝ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
📝 „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისა“ და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ რეორგანიზაციაზე (გაერთიანებაზე) და რეორგანიზაციის (გაერთიანების) საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
📝,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა – იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების თაობაზე.
📝ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის შესახებ.
📝შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიის“ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
✅სხდომაზე მიღებულ იქნა ორი დადგენილება და ხუთი განკარგულება.