🇬🇪🇺🇦 მეგობარ უკრაინულ ქალაქებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ქალაქ ფოთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იწყება და მერია თავისი სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარს გამოყოფს.
🔵🟡 აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას.
ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ჩაერთოს ჰუმანიტარულ აქციაში და მოიტანოს არამალფუჭებადი პროდუქცია და ასევე პირველადი საჭიროების მოხმარების ნივთები.
🟦🟨მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება, უკრაინელი მოსახლეობის პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთების შესაძენად.
☎️აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: 📞577 92 78 78
ჰუმანიტარული პუნქტი ხვალიდან გაიხსნება შემდეგ მისამართზე:
📍ქალაქი ფოთი, ნინო ჟვანიას ქ. N7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი.
ჰუმანიტარული ტვირთვის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. #გავერთიანდეთუკრაინისთვის