საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს sisli escort ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში კონკურსი „სუფთა რეგიონი – 2021“ ტარდება.
კონკურსის – „სუფთა რეგიონი- 2021“ მიზანია ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდეს ყველაზე:
„სუფთა რეგიონი“;
„სუფთა მუნიციპალიტეტი“;
„სუფთა ქალაქი“;
„სუფთა სოფელი“;
„სუფთა ქუჩა“;
„ლამაზი ეზო“;
„ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“;
„ლამაზი აივანი“
„სუფთა ლურჯი ნაკადული“
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ გადააგზავნოთ ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა info@greens.ge, nino.chkhobadze@gmail.com ან ფეისბუქის მისამართზე)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საკონტაქტო პირია პაატა ქირია (ტელ: 599 61 06 89).
კონკურსზე მასალების მიღების ვადა გრძელდება 2022 წლის 20 მარტამდე.
კონკურსი ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.