შემოქმედ ქალთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ფოთის საგამოფენო დარბაზში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა მიეძღვნა ძლიერ, განმანათლებელ ქალბატონებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წესით ფოთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
შეკრებილმა საზოგადოებამ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა მეგობარ უკრაინელ ერს. 🇬🇪🇺🇦
ღონისძიებაზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოყვარული ფოტოხელოვანი და მხატვარი ქალების ნამუშევრები დაეთვალიერებინათ. დასასრულს კი , პროექტში „EU4Culture“ მონაწილე ხელოვანი, შემოქმედი და ლიდერი ქალების შესახებ, კლიპების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.