უკრაინაში ფოთის მუნიციპალიტეტიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი გაიგზავნება.
ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
ფოთში, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და პროცესის მართვა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას და ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
პროცესი ლოჯისტიკა ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით წარმატებით განხორციელდა.
ჰუმანიტარული ტვირთი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვდა.
ფოთის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობის მიღებისათვის.