ქალაქი ფოთი ერთ-ერთია რვა მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ #M4EG ფარგლებში მიზნობრივ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ დღეს განაცხადეს, https://bit.ly/3IjMOzl ფოთი, რუსთავი, სამტრედია და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.
ბათუმი და ქუთაისი მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნიან და მათ დანერგვას დაიწყებენ, რისთვისაც თითოეული მათგანი 225,000 ევროს მიიღებს.
კიდევ ორი მუნიციპალიტეტი – ბოლნისი და ონი, დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს, ხოლო ონი – ადგილობრივი ბიზნეს-კლასტერების განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე.
