ქალაქი ფოთი ერთ-ერთია რვა მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ #M4EG ფარგლებში მიზნობრივ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ დღეს განაცხადეს, https://bit.ly/3IjMOzl
🏡 ფოთი, რუსთავი, სამტრედია და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.
🏡 ბათუმი და ქუთაისი მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნიან და მათ დანერგვას დაიწყებენ, რისთვისაც თითოეული მათგანი 225,000 ევროს მიიღებს.
🏡 კიდევ ორი მუნიციპალიტეტი – ბოლნისი და ონი, დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს, ხოლო ონი – ადგილობრივი ბიზნეს-კლასტერების განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე.