დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მეოთხე სხდომა გაიმართა , რომელზეც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში.
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება BMC, TGR 1832 (რეგისტრაციის ნომერი II 425 CI, გამოშვების წელი – 2021, ტიპი – სპეციალიზებული)-ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე სანდრო ქუშაშვილი უძღვებოდა.