ქალაქ ფოთში, 29 მარტს, 2022 წლის რიგით მესამე საკრებულოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით გახსნა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში 2021 წლის საქმიანობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება BMC, TGR 1832 (რეგისტრაციის ნომერი II 425 CI, გამოშვების წელი – 2021, ტიპი – სპეციალიზებული)-ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება FOTON, BJ1049V8ADA-1 (რეგისტრაციის ნომერი HV 459 HV, გამოშვების წელი – 2021, ტიპი – სატვირთო ბორტიანი)-ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს დამტკიცებული ფოთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ
სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ მოახლოებულ დეღესასწაულთან – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია, ყურადღება გაამახვილა 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე და ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე.