საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: მაია დოლბაია, შალვა სარდალიშვილი და საკრებულოს წევრები ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
საღამოს, რომელსაც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებიც ესწრებოდნენ, წინ უძღოდა ფოტოკოლაჟი და ვიდეო მასალა. მაყურებელმა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლექსები მოისმინა.
დასასრულს სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილის, პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ და ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ისაუბრა.
ღონისძიება ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.