საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი და საკრებულოს წევრები ფოთის „ევექსის“ ჰოსპიტალს ესტუმრნენ და სამედიცინო პერსონალს პროფესიული დღე მიულოცეს.
” – ყველა ექიმს, რომლებიც ყოველდღიურად და ურთულეს პირობებში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვით გილოცავთ ექიმების საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე მედგრად დგომისთვის და პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამარჯვებებს!” – განაცხადა მაია დოლბაიამ.