31 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმიდან. ამ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.
დღევანდელი დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის-ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა.