მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ტიტული ქალაქ ფოთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა , ხათუნა ხაჟომიამ, მოიპოვა🎊
🔷️ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებელს მერიაში უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მერმა ხათუნა ხაჟომიას მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.
➡️საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ყოველწლიური კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი და მის მთავარ მიზანს მათი პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქვეყნის მასშტაბით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.