ℹ️ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება!
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებს შეხვდა, მოისმინა მათი საჭიროებები და პრობლემები. პროგრამის გაუმჯობესება, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა🤝
✅პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება. ბენეფიციართა ასაკი 18 წლამდეა. ფოთელებისთვის, მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. #2აპრილი #აუტიზმი