2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით კლინიკა ,,ლაზიკამედმა” ,,ნეიროგანვითარების ცენტრი ” ოფიციალურად გახსნა.
დაწესებულების გახსნას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან ერთად დაესწრნენ.
დაწესებულება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევების (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარით.
მოწვეული სტუმრები ცენტრის მუშაობის პრინციპს გაეცნენ.
ნეირგანვითარების ცენტრში” შესაძლებელია ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია, ასევე იგეგმება სხვადასხვა სერვისის დამატება.
ცენტრის მიზანია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალური ადაპტაცია და მათი საზოგადოების დამოუკიდებელ წევრად ჩამოყალიბება.
სამედიცინო ცენტრი ,,ლაზიკა მედი” ფოთში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.