⏺ფოთში, ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა! ცენტრი, კლინიკა ,,ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ახლადგახსნილი ცენტრი მოინახულა და საქმიანობის დასაწყისი მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს.
➡️ ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
➡️ დღესვე დაანონსდა, რომ ფოთის მერიამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა და პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება.
#2აპრილი
#აუტიზმისდღე