ℹ️ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება!
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებს შეხვდა, მოისმინა მათი საჭიროებები და პრობლემები. პროგრამის გაუმჯობესება, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა🤝
✅პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება. ბენეფიციართა ასაკი 18 წლამდეა. ფოთელებისთვის, მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. #2აპრილი #აუტიზმი
![აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/04/277806125_5175492859173415_1506401093774161088_n.jpg)