წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილმა, საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის ტერიტორია.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.