📣პირველად, ქალაქ ფოთში, ჩარეტის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიების სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ფოთში არსებულ არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ადგილობრივ პროფესიულ, ქოლგა ორგანიზაციებსა და კულტურულ ასოციაციებს.
ქალაქის ცენტრალურ პარკში “Poti Flea Market” მოეწყო, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფესტივალის ფარგლებში, პატარებისთვის ანიმატორების და ზღაპრის გმირების მონაწილეობით, მხიარული და გასართობი პროგრამა გაიმართა🎡🎢🎠
🎯ფესტივალის მეორე დღეს, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, ჩარეტ-სტუდიოს ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა იმუშავეს სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის თემატურ მიმართულებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის, სამოქალაქო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ჩარეტის ფესტივალის მიზანია, ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში მოქალაქეთა ფართო მასების ჩართულობის უზრუნველყოფა.
🇪🇺ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, ფოთი, საქართველოს 3 ქალაქს შორისაა, რომელმაც 30 000 ევროს გრანტი მოიპოვა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას მოამზადებს. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. #შექმენიშენიქალაქისკულტურისსტრატეგია
#EU4Culture
#PotiCultureStrategy