#ფოთში_ჩარეტის_ფესტივალი_მიმდინარეობს
ფოთში „ჩარეტის ფესტივალი“ პირველად ჩატარდა და მისი მიზანია ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენა და ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში მოქალაქეთა ფართო მასების ჩართულობის უზრუნველყოფა.
ფესტივალი ორ ეტაპად გაიმართა.
დღეს, 4 აპრილს, პროექტის „ EU4Culture ფოთის კულტურის სტრატეგიის“ მომზადების ფარგლებში ქალაქ ფოთის საზღვაო საწვრთნელ-სასწავლებელში, ჩატარდა კულტურის სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მაია დოლბაია, შალვა სარდალიშვილი, საკრებულოს წევრები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
პროექტის მიხედვით, ჩარეტის სტუდიოში დამსწრეებმა იმუშავეს ჯგუფურად სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის თემატურ მიმართულებებზე.
ფესტივალის პირველი დღეს, 3 აპრილს, სთეიქჰოლდერების ჩართულობით, ცენტრალურ პარკში, ღონისძიებები მოწყო, რომელშიც ფოთში არსებული არასამთავრობო, საჯარო, კერძო და ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციები, ასევე კულტურული ასოციაციები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.
პროექტის პარტნიორები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო არიან.