დღეს, ფოთში 2006-2007 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც მონაწილეობას ღებულობს საქართველოს 25 ქალაქისა და რაიონის 150-მდე მოკრივე, მათ შორის 139 ვაჟი და 7 გოგონა.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე კირთაძე, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები: დავით კვიციანი და მამუკა პაპასკირი ესწრებოდნენ.
ორთაბრძოლები ქალაქ ფოთის ხელბურთის დარბაზში 6 აპრილს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.