🇬🇪🥊 ქალაქი ფოთი, ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს.
🏆 ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 146 მოკრივე ასპარეზობს, მათ შორის გახლავთ ფოთელი მოკრივეები - კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენები. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს ფოთის მერის მოადგილეები დავით კვიციანი და მამუკა პაპასკირი საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს ✊
✅ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებას ფოთის მე-2 საჯარო სკოლის სპორტდარბაზი მასპინძლობს.
🥊ჩემპიონატმა სტარტი დღეს აიღო და 10 აპრილს დასრულდება.