საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ინიციატივით „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და განათლების სექტორს შორის თანამშრომლობის“ ფარგლებში ქალაქს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის“ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ ქალაქის მერს ბექა ვაჭარაძეს.
მერმა გააცნო მათ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ კუთხით განსახორციელებელ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრა.
სტუმრებმა თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილთან, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე ეწვივნენ მათთვის საინტერესო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
სტუდენტებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალა, რომლებსაც დაამუშავებენ მიმდინარე აკადემიური სემესტრის ფარგლებში და ეტაპობრივად წარმოუდგენენ ქალაქს.