ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, 7 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსანდრე ტყებუჩავა, მოადგილეებთან, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებთან და კომისიის წევრებთან ერთად სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.
მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ასევე, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა ითხოვა.
როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, ამ პრობლემების მოგვარებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს, ხოლო მოსახლეობის ინდივიდუალური საჭიროებების გადაწყვეტას უმოკლეს დროში შეძლებენ.
საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან მსგავსი თემატიკის შეხვედრებს ყოველ ხუთშაბათს ჩაატარებენ.