ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გაიმართება.
ყოველ ხუთშაბათს, 12 საათიდან-16 საათამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მის: დ. აღმაშენებლის #12) დაგეგმილია:
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის;
სოციალურ საკითხთა კომისიის;
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის;
სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრების შეხვედრა მოქალაქეებთან.
შეხვედრის ჩანიშვნა შესაძლებელია სატელეფონო ზარით, ნომერზე: 22 13 86