დღეს, 7 აპრილს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა და საკრებულოს წევრი სალომე წულაია სოციალურად დაუცველ, თერთმეტშვილიან ოჯახს სახლში ესტუმრნენ.
საკრებულოს წევრებმა პატარებს ხარების დღესასწაული მიულოცეს ტკბილეული, საკვები პროდუქტები და სათამაშოები გადასცეს.
აქცია, საკრებულოს გენდერული თანასწორობის წევრების ინიაციატივითა და ორგანიზებით, საკრებულოს წევრის, ნაბადის უბნის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ფოჩხუას ფინანსური მხარდაჭერით და სათამაშოების მაღაზია „გიო გიოს“ ხელმძღვანელის ჩართულობით განხორციელდა.