ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამარჯვებული 30 სტუდენტი გახდა.
მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა. დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე. პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.
ფოთელ სტუდენტებს გაზაფხულზეც ექნებათ შესაძლებლობა კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
ვულოცავთ სტიპენდიანტებს და ვუსურვებთ წარმატებებს!
#ნიკონიკოლაძისახელობისსტიპენდია