9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავამ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
#მადლობათავისუფლებისთვის