დღეს, ფოთში დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან და ვიცე პრეზიდენტ ბაჩო ხურციძესთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალზე საქართველოს 15 რეგიონიდან 600 მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ორ-ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს 9, 11 და 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებმა.
სამივე კატეგორიაში ფოთელმა მორაგბეებმაც იასპარეზეს.
სეზონის ბოლოს ფესტივალის დახურვას კვლავ ფოთი უმასპინძლებს.
ფესტივალზე რაგბის ლეგენდები: მამუკა გორგოძე, გია ლაბაძე, დავით კაჭარავა და გიორგი ნემსაძეც იმყოფებოდნენ.