✔️ქალაქ ფოთში, ფაზისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა.
▶️ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან ერთად, სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აწარმოებდა შპს „მშენებელი-5“ და პროექტის საერთო ღირებულებამ 98 761 ლარი შეადგინა.