დღეს, ფოთის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.
მოედანზე ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“-სა და „თბილისი სითი“ -ს გუნდები დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის II ტურში ფოთის „კოლხეთმა“ „თბილისი სითი“ დამაჯერებელი უპირატესობით 3:0 დაამარცხა.
-„ვულოცავ ფოთელებს ამ გამარჯვებას, ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და მთლიანად ფოთს კიდევ ბევრ ასეთ ღირსეულ გამარჯვებას გულშემატკივრების გულის გასახარებლად. დარწმუნებული ვარ სპორტსმენების მონდომებით, კლუბის ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიით და ქალაქის თანადგომით ჩვენი გუნდი დაიბრუნებს თავის დიდებას ქართულ ფეხბურთში. თანამედროვე ფეხბურთი საქართველოში ფოთის კოლხეთის მდიდარი წარსულის გარეშე წარმოუდგენელია. ფოთი ფეხბურთის აკვანია, აქ ხომ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.