14 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა საკრებულოს წევრებთან ერთად ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციები მოისმინა.
მოქალაქეებმა შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემური საკითხის მოგვარება ითხოვეს: მშვიდობის ქუჩა #113-ში საცხოვრებელი შენობის გადახურვის და ამავე კორპუსში მცხოვრები ოთხი ოჯახისთვის ელექტროენერგიის აბონირებისა და გამრიცხველიანების საჭიროების შესახებ.
როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, აქტიურად გააგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და დისკუსიას, მზად არიან მოისმინონ თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი რათა დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში.
მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველ ხუთშაბათს კვლავ გაგრძელდება.