ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კუნძულის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე სანდრო ქუშაშვილი და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძე, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან და მერიის სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფოთში, კლდიაშვილის და კაცაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობამ საკრებულოს წევრებს მათ წინაშე არსებული პრობლემები გააცნო, რომელიც, ძირითადად, საცხოვრებელი ბინების გადახურვას და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს შეეხება.
„-მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, არსებული პრობლემების გაცნობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ჩვენი ვალდებულებაა. შევხვდით მოქალაქეებს, ერთად განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი საჭიროებები და ვიმსჯელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე“, – აღნიშნა სანდრო ქუშაშვილმა