დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და საკრებულოს წევრები დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.
თავმჯდომარემ მათ დეტალურად გააცნო საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივა ახალი ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შესახებ.
პროგრამა ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა საჭიროების უზრუნველსაყოფად, მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
ინიციატივა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება და მშობლები დახმარების მიღებას მაისის თვიდან შეძლებენ