16 აპრილს, ფოთში, დამსახურებული პედაგოგის ფოთოლა ქაჯაიას მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მაყურებლის წინაშე თეატრალიზებული კომპოზიციით წარსგდნენ საესტრადო სტუდია “ანა-ბანა”-ს და სამეჯლისო სპორტული სტუდიის “მზის გულის ” აღსაზრდელები.
ფოთოლა ქაჯაიას კულტურის დარგის განვითარებაში და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში, დიდი წვლილი მიუძღვის.
პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მიღებული ჰქონდა სხვადასხვა დიპლომები და წარჩინებულის მედლები. ის გახლდათ ფოთის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ღონისძიებას საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა, საკრებულოს წევრი ნანა საბულუა, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.