ქალაქ ფოთში, 2022 წლის რიგით მეოთხე საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სულებს და ამ ომში მებრძოლ ქართველთა ხსოვნას.
ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში.
განცხადების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 istanbul escort დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტისა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული რეგიონული განვითარების ასოციაციების საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე 4279.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.12.857) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, მერაბ კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე 900.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.15.185) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქის – ფოთის ცენტრალური პარკის“ ატრაქციონების ტარიფების განსაზღვრის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების მატერიალური წახალისების (ჯილდოს) შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 მარტის N7/29 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის N3/24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის დამტკიცების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ.
სხდომაზე მიღებულ იქნა სამი დადგენილება და ცხრა განკარგულება.