ტრადიციულად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთში მცხოვრებ 560 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი დაურიგდა.
ნობათები ბენეფიციარებს საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ საკრებულოს წევრებთან და ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად გადასცა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 29792 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს წევრებმა, დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაჩუქრე კალათები ასევე უფასო სასადილოთი მოსარგებლეებსაც გადასცეს.
უფასო სასადილოს 360 ბენეფიციარს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 15829 ლარის პროდუქტი ადგილზე გადაეცათ.