24 აპრილს ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, თავმჯდომარის მოადგილეები: შალვა სარდალიშვილი და თორნიკე კირთაძე საკრებულოს წევრებთან, ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთნ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ფოთის საკათედრო ტაძარში შეხვდნენ.
სააღდგომო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგილმა აღავლინა. მწუხრის ლოცვის შემდეგ, ეკლესიაში სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რის შემდეგ ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა.
სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.