26 მაისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ და მერმა ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები.
პროექტის მიხედვით ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები ასფალტო-ბეტონის საფარით. ასევე სანიაღვრე არხები, ბორდიურები და გადასასვლელი ხიდბოგირები.
პროექტის სრული ღირებულება 1 175 783 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მაისს დასრულდება.
პარალელურად, მიმდინარეობს წმინდა ნინოს და ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები