🔷მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა.
🔹ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით კვიციანმა, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 21 პირს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცემა.
✅საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში 11 ათასი ფოთელი იბრძოდა და აქედან 2000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა.